ნატოს მომდევნო სამიტს, 2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსი უმასპინძლებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტის თარიღი დაასახელა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.

„ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ახლა ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. მოკავშირე სახელმწიფოთათვის და მთავრობის მეთაურებისთვის ვილნიუსში შეკრება იქნება შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება, თავდაცვა და განვიხილოთ თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ისევე როგორც გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.

მზარდი სტრატეგიული შეჯიბრის, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირების ძიებაში, ნატო რჩება მილიონი მოქალაქის უსაფრთხოების არსებითი დამცველი, – ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში, რომელსაც ალიანსი ავრცელებს.

97 ნახვა
desktop
mobile catfish