გარემოს ეროვნული სააგენტო დღის მეორე ნახევარში მოსალონდელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან, შესაძლებელია, ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
პოსტი ნახა: 241