პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს „უაილდ ქარდით“ მიწვეულმა 18 წლის ნოე ფანცხავამ 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზა. ქართველმა საკვალიფიკაციოში 46 მონაწილიდან 41-ე ადგილი დაიკავა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა 100 მ. ბატერფლაის დისციპლინაში საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღო მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა, ანა ნიჟარაძემ. მან 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა.
პოსტი ნახა: 129