გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 31 ივლისს, ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ჩუმლაყსა და ყიტაანს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით 31 ივლისს, 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს - ჩუმლაყსა და ყიტაანს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.