„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

25-09-2024 09:03

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლების: ბუკნარის, ქვენობანისა და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩოხატაურში, ქვენობანის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია დოლიძე იქნება. კანდიდატის წარდგენასთან ერთად შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

„მადლობას ვუხდი ჩოხატაურში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის! ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ!"- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ურუშაძე, ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდია დოლიძე, ჩოხატაურის მერი - დავით შარაშიძე და საკრებულოს წარმომადგენლები.

პოსტი ნახა: 87


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!