შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 26 – დაშავდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი – დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს და ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მძღოლის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.