გიორგი ვოლსკი ელჩების დანიშვნაზე: კარგია, რომ საკითხი საბოლოო შეთანხმებით დასრულდა

გიორგი ვოლსკი ელჩების დანიშვნაზე: კარგია, რომ საკითხი საბოლოო შეთანხმებით დასრულდა

21-03-2023 05:33
კატეგორიები: ახალი ამბები

საკითხი გადაწყდა მართებულად. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო მიღებული, უკეთესი იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ელჩების დანიშვნას.

მისივე თქმით, კარგია, რომ საკითხი საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ელჩების დანიშვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ არის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„ეს არის აუცილებლობა, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთოს, კონსტიტუციით რა უფლებამოსილებას ფლობს პრეზიდენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება.

პოსტი ნახა: 656


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!