შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.