გორში ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყეს- ,,ერთად ნინოსთვის“ მოქალაქეები ძვირადღირებული ოპერაციისთვის ნინოს თანხას უგროვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამაც გაავრცელა ,,ჩვენს კოლეგას, მეგობარს, ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანს – ნინო მეგრელიშვილს, რომელიც მუდამ ეხმარებოდა სხვებს, ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება, რათა არ შეეზღუდოს გადაადგილების უნარი. ნინომ უკვე 5 ოპერაცია გაიკეთა და ვეღარც ფინანსურად და ვეღარც მორალურად ვეღარ უძლებს საკუთარ მდგომარეობას. ბოლო იმედი მისი არის კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და რომელიც გარანტიას იძლევა მისი გამოჯანმრთელების! ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ უსაყვარლეს ადამიანს ყოველი ლარი მნიშვნელოვანია GE19TB7216145064300048 GE09BG0000000395506023 მიმღები:ხათუნა ბალიაშვილი ნინო მეგრელიშვილი 15 წელია, არასამთავრობო სექტორში მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ქალთა მიმართ ძალადობის, განათლების განვითარების, დასაქმების და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიმართულებით, არაერთი პროექტი განახორციელა. ის ასევე არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელი.