შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იაგო ხვიჩია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებენ

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული – ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მიკვირს, ოპოზიციას რწმენა რამ მისცა, რომ ეს სარჩელი შეეტანათ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ ლამის პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამოაცხადა. გაკვირვებული ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებით, როგორ შეიძლება, მოსარჩელეებზე სუსტი იყო პროცესზე. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ეს პროცესი ტროლაობად აქცია, ორივე მხარის ქმედებებით გაკვირვებული ვარ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებზე განმწესრიგებელ სხდომაზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა.