შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ნორვეგიის საგარეო უწყება – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ, 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება – კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ, 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება, – ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.