პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე – 17 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.
პარლამენტის ინფორმაციით, მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან.
პოსტი ნახა: 134