ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ

12-10-2024 10:18

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ.

სამი მოსამართლე დღეს, მოსამართლეთა რიგით 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. კონფერენციას 270-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა.

იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს: ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლება-მოსილების ვადა ამოეწურათ. დღევანდელ კონფერენციაზე კი, 270-მა მოსამართლემ ხმათა უმრავლესობით იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრებად ქეთევან ცინცაძისთვის ვადის გაგრძელებას, ხოლო რეზო ნადარაიას და ირაკლი ბონდარენკოს დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, ირაკლი ბონდარენკო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი 2017-2021 წლებში იყო, რევაზ ნადარაია - 2017-2020 წლებში. სამივე მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მუშაობას კანონის თანახმად, მორიგ ჯერზეც, 4 წლის ვადით გააგრძელებს.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 6 არამოსამართლე, ხოლო 9 მოსამართლე წევრია. არამოსამართლე წევრებს, პრეზიდენტი და პარლამენტი ნიშნავს, მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა კონფერენციაზე შეირჩევიან.

შეგახსენებთ, ქეთევან ცინცაძე და რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები არიან. ირაკლი ბონდარენკო კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

პოსტი ნახა: 69


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!