შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ შეძლო. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

სანაპიროზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.