16 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ 51 წლის კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

16 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ 51 წლის კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

27-01-2024 08:09
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენამდე, 51 წლის კაცს ინტერესების დამცველი მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს.

როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია.

"საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე დამეწერა ახლა. შესაბამისად, ბრალის წარდგენის დროს გადმომეცემა სრულად საქმის მასალები და სხვა დეტალების საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოგაწვდით. ბრალის წარდგენის დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვნახავ, გავესაუბრები, შევათანხმებ პოზიციებს,“ - აცხადებს ადვოკატი, მარიამ ინდუაშვილი.

საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. სოციალური მუშაკები 16 წლის ბიჭს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

პოსტი ნახა: 250


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!