ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანძრის შედეგად აფეთქება მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინება ადგილობრივი მედიასაშუალება News.am.
მედიის ცნობით, ხანძარი დილით გაჩნდა ქიმიის ფაკულტეტის შენობის სარდაფშიდა საბო ლოო ჯამში, აფეთქება გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლი ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩააქრეს.
მომხდარის დეტალები – რამ და როგორ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება – ჯერ უცნობია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების დარღვევა და ხანძრის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მომხდარის შედეგად, წინასწარი მონაცემით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი პირი. ერთ-ერთის დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და იგი რეანიმაციაშია.