ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს სასამართლომ 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს სასამართლომ 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

25-11-2023 12:00
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს აღკვეთის სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ქეთევან ცერცვაძის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი გუშინ წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ექიმმა არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დანიშნა, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და მისი გარდაცვალება გამოიწვია.

პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.

პოსტი ნახა: 321


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!