ახალგაზრდები ლაზარესთვის – ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

ახალგაზრდები ლაზარესთვის – ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

28-09-2023 04:44
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

“ახალგაზრდები ლაზარესთვის” – ხვალ, 29 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ისინი მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვენ.

“პარასკევს 19:00 საათზე ახალგაზრდები ვიკრიბებით ლაზარესთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან პრეზიდენტს და ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს არ იქნება “რუსეთის გუბერნია” და დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი”, – წერენ ორგანიზაციები.

ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, დაკავებულ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა. ლაზარე გრიგორიადისს 25 სექტემბერს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მიუსაჯეს.

ასევე, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოსტი ნახა: 330


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!