ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.
"დაახლოებით 150 მლნ-მდე დოლარის აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პროგრამის შედეგები შეაფასა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა დასრულდა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით აშშ-სთან თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.
,, სოფლის მეურნეობაში დახმარებას ამერიკელი მეგობრებისგან წლების განმავლობაში ვიღებთ. არა ერთი პროექტი და ღონისძიება ჩატარებულა ერთობლივად. ბევრ რეფორმაზე ვმუშაობდით ერთად. მათ შორის, ეს პროგრამაც იყო გამორჩეული. 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა. პროგრამა ითვალისწინებდა სახელმწიფოს ძირითად პრიორიტეტებს და შედეგად, დაახლოებით 150 მლნ-მდე დოლარის აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ის ხელშესახები შედეგები რაც პროგრამამ დადო იყოს შენარჩუნებული" - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა დასრულდა მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით კვლავ გრძელდება.
ცნობისთვის, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: აშშ-ს ელჩი საქართველოში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.