არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს - ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება

არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს - ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება

პოსტი ნახა: 533

„ნაციონალური მოძრაობა“კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, - ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც წყალტუბოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მომხდარს ასევე საზოგადოების მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასება სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ კლავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებად მთლიანად არის მიმართული აქეთ - როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია და როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. ამას რასაკვირველია, სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე