22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე - „ტყის ეკოსისტემები".
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw