ბულგარეთი ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას კრძალავს

ბულგარეთი ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას კრძალავს

02-10-2023 05:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 325

ბულგარეთი დღის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას შეაჩერებს , - ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ხუთშაბათიდან გუშინდელ დღემდე. დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში რუსული ავტომობილების შემოსვლის აკრძალვა დაიწყება", - განაცხადა ზლატანოვამ.

შეგახსენებთ, რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა უკვე აკრძალა ბალტიის ყველა ქვეყანამ, ასევე პოლონეთმა, ფინეთმა და ნორვეგიამ. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად მიიღეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე