ჩოხატაურელი, 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ჩოხატაური... გარდაიცვალა 2 წლის გაბრიელ კეკელიძე... გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული გაბო. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს... როგორ იტანჯე.... მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ... მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - წერს სიხარულიძე.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ერთი თვე მკურნალობდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.