დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს.
„ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - დიდ ომს, რომელსაც ნატო ვეღარ აიცილებს თავიდან. ისინი აუცილებლად გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები და უმოწყალოდ განადგურდებიან“, - წერს მედვედევი.