დიმიტრი მედვედევი - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს

დიმიტრი მედვედევი - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს

24-02-2024 06:52
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„მიზეზი (სანქციების უკან) ნათელია: რაც უფრო უარესია ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მით უკეთესია დასავლური სამყაროსთვის. ჩვენ ეს ყველას უნდა გვახსოვდეს და მათზე, სადაც შესაძლებელია, შური უნდა ვიძიოთ. ისინი ჩვენი მტრები არიან“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია დააწესა.

პოსტი ნახა: 197


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!