ერევანში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 101 ადამიანი დაშავდა ხოლო სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 60 ადამიანი დააკავეს.

ერევანში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 101 ადამიანი დაშავდა ხოლო სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 60 ადამიანი დააკავეს.

ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა, - ინფორმაციას მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბაგრამიანის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 85 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს, 16 კი - მკურნალობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, გუშინ, ერევანში, პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა და სპეცრაზმმა, მის დასაშლელად, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 60 ადამიანი დააკავეს.

პოსტი ნახა: 138


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!