გაბრიელუს ლანდსბერგისი - თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება

გაბრიელუს ლანდსბერგისი - თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება

19-01-2024 08:34
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 349

თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია მეტი გააკეთოს თავდაცვის გასაძლიერებლად საერთო შესყიდვებია.

„ჩვენ შეგვეძლო შევიძინო ის, რაც საჭიროა ევროპის დასაცავად. ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ევროპის ომია“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე