გასულ წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, მათ შორის 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა.
„საქსტატის“ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი 5 716 აბორტი 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიკეთეს, 15-24 წლის ასაკში კი -2 371.
2023 წლის სტატისტიკური მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2022 წელს 16 619 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 83 არასრულწლოვანი იყო.
„საქსტატის“ ოფიციალურ გვერდზე აბორტების რაოდენობის ამსახველი ყველაზე ძველი სტატისტიკა 2016 წლისაა. აღნიშნულ წელს 28 720 აბორტი გაიკეთეს, მათ შორის 159 შემთხვევაში ქალი არასრულწლოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით აბორტების რაოდენობა ყოველ წელს მცირდებოდა.