საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლის 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით," - წერია განცხადებაში.