გორის ვიცე მერმა ნიკა ღვინიაშვილმა, გორის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მარათონულ გარბენში გამარჯვებული მოსწავლეები მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
შეჯიბრების გამარჯვებული გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კვინიკაძე გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ადგილები გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ედიშერაშვილმა და გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთო ივანიშვილმა გაინაწილეს.
მარათონული გარბენმა დაასრულდა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული გორში. ამავე ღონისძიებაზე სტარტი აიღო სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ. გარბენის გამარჯვებულების დაჯილდოების დასრულების შემდეგ, გაიმართა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალიც, რომელიც კალათბურთის თამაშით გაგრძელდა.
რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებები რვა სპორტის სახეობაში გაიმართება”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.