უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ხიდისთავთან, მატარებელი ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. ხიდისთავში მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275 - მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                