გორში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
24-07-2023 08:55
კატეგორიები:
ბოლო სიახლეები
გორში მომხდარი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ნიკო სამადაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა.
22 და 25 წლის მამაკაცები ზედაპირული დამწვრობით კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ დროისთვის ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და პოლიცია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
პოსტი ნახა: 436