იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე - ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია - წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ!

იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე - ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია - წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ!

18-09-2024 06:53

ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია - წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “აღნიშნული მაჭანკლობის პროცესს ჰგავს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად.”

“ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია. მე ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე საუბრობდე, ამდენი ინსტიტუცია იყოს ჩარეული, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს და შენ კიდევ ერთი დღე მოითხოვო მაშინ, როდესაც ხალხი ნიშნობის ბეჭედს ელოდება შენს თითებზე, ჩემი აზრით, ეს არაფერში წერია და თავისი შინაარსით ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. იმედი მაქვს, საშველი დაადგებათ ბოლოს და ბოლოს და Happy end-ით დაასრულებენ ამ საქორწილო-პოლიტიკურ კამპანიას.

რომანტიკულ ურთიერთობებში ხშირად არის ასეთი შემთხვევა, როცა წარსულ წყენებს ივიწყებ და არაფერს იხსენებ. შეიძლება, შემდეგ კონფლიქტისას წამოაძახო, მაგრამ ჩვენს წყვილებს მე ამას არ ვურჩევდი. მოდით, ძველი ამბავი იყოს დამთავრებული. წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს ამ პროცესში, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მას სხვისი დავალება არ დასჭირდება და იგი თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ საშურ საქმეს.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ხვდება, რომ ასეთი გარიგებიდან მაჭანკალსაც ბლომად შეხვდება ფული. შესაბამისად, სხვისი დავალებაც არ არის საჭირო. თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ საშურ საქმეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ გუშინ პირისპირ შეხვედრაც გამართეს. მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტის მიწვევით ორბელიანების სასახლეში მივიდნენ.მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტექნიკური საკითხების გამო პაუზა აიღეს. გახარიას თქმით კი, მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა.ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიასაც“ მოაწერს ხელს.

პოსტი ნახა: 53


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!