იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებენ

იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებენ

02-09-2024 07:53

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული – ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მიკვირს, ოპოზიციას რწმენა რამ მისცა, რომ ეს სარჩელი შეეტანათ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ ლამის პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამოაცხადა. გაკვირვებული ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებით, როგორ შეიძლება, მოსარჩელეებზე სუსტი იყო პროცესზე. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ეს პროცესი ტროლაობად აქცია, ორივე მხარის ქმედებებით გაკვირვებული ვარ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებზე განმწესრიგებელ სხდომაზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა.

პოსტი ნახა: 180


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე