იენს სტოლტენბერგი - თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება

იენს სტოლტენბერგი - თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება

11-07-2023 05:03
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ამჟამად ყველაზე გარდაუვალი ამოცანაა უზრუნველვყოთ, უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა მოკავშირეებს უკრაინისთვის შეუძლიათ, მისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელებაა.

„რადგან თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, უსაფრთხოების გარანტიების, ან ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსის კომუნიკეს ტექსტი დღეს მოგვიანებით გასაჯაროვდება, როდესაც მასზე შეთანხმებას ყველა მოკავშირე მიღწევს.

ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა, ასევე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის ამოღება ემსახურება იმას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს.

პოსტი ნახა: 528


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!