ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

28-11-2023 05:33
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.

ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოსტი ნახა: 261


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე