ჯარიმა 1 000 ლარიდან - მგზავრების უნებართვოდ გადაყვანა დასჯადი გახდა

ჯარიმა 1 000 ლარიდან - მგზავრების უნებართვოდ გადაყვანა დასჯადი გახდა

01-03-2024 14:42
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პარლამენტმა 2023 წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. ცვლილების თანახმად, ახალი წესები დღეიდან, 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული საქმიანობის უნებართვო განხორციელება დასჯადი ხდება. კერძოდ:

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით გამოვლენაზე ჯარიმა - 2 000 ლარი იქნება;

ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე;

პოსტი ნახა: 312


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!