კახა კალაძე - ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, საღამოს აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი, დილის საათებშია დაგეგმილი

კახა კალაძე - ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, საღამოს აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი, დილის საათებშია დაგეგმილი

13-12-2024 15:42
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 958

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი რუსთაველის გამზირზე დილის საათებშია დაგეგმილი.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საახალწლო განწყობის შექმნას განსაკუთრებით პატარები ელოდებიან.

„არაერთი განმარტება გავაკეთეთ ახალ წელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი პატარები განსაკუთრებით ელოდებიან. მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შექმნას შესაბამისი განწყობა. ხვალ დილით დაგეგმილია ოპოზიციის მხრიდან შეკრება-მანიფესტაცია, რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, ამას დილით არავინ გეგმავს. ღონისძიება დავაანონსეთ 19:00 საათზე და მოვუწოდეთ ყველას, მობრძანდნენ შვილებით, შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელს“, თბილისის მერის თქმით, მისი გახსნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

„საახალწლო სოფელი“ ცოტა მოგვიანებით გაიხსნება. ხვალ განათდება დედაქალაქი, აინთება მთავარი ნაძვის ხე, „საახალწლო სოფელთან“ დაკავშირებით კი ინფორმაციას საზოგადოებას ცოტა მოგვიანებით მივაწვდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე