მამუკა მდინარაძე - მე პირადად არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ - ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში

მამუკა მდინარაძე - მე პირადად არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ - ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში

13-12-2024 15:40
კატეგორიები: პოლიტიკა

პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ. ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, „ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა“.

„დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ რაც შეიძლება, რაც აქამდე გააკეთა, უფრო დაამძიმოს, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომ მერე პრობლემები ურთიერთობებში ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. პარტნიორობა შევწყვიტეთო, რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, არადა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა, ჩვენ არ გვქონია. იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები და ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. „სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პიროვნებას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ.

პოსტი ნახა: 254


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!