ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები - პრემიერი

ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები - პრემიერი

19-03-2024 06:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თქვენ იცით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკოსთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი იენს სტოლტენბერგთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ  „მიიღო კონკრეტული დავალებები - თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო,“ პრემიერმა ასე უპასუხა:

„სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-ანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს, მზად ვართ, რომ ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ“, -  განაცხადა პრემიერმა.

პოსტი ნახა: 160


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!