ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

07-07-2024 07:14

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს, მას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გარდაცვლილს პატივი მიაგეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

პანაშვიდზე იმყოფებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. ასევე, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

პოსტი ნახა: 139


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!