კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ გაიმართა.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე მიდის.
„მობრძანდით პრეზიდენტთან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.
მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად იყო, ნებისმიერ მომენტში შეხვედროდა გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ პრეზიდენტს.