სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო.
უწყების ინფორმაციით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.