მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს

28-06-2024 08:00

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.

„ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ, მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი და ივლისში შესაძლებელი იქნება ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება, ისე რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს „ამნისტიის კანონის“ მიღება.

დღევანდელი მონაცემები არ არის ოპტიმალური. ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. იმისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით, 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ „ამნისტიის კანონი“ სერიოზულ წვლილ შეიტანს,“ - განაცხადა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 156


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!