მორიგი ტრაგედია გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში. ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

მორიგი ტრაგედია გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში. ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

14-10-2024 09:34
პოსტი ნახა: 381

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა.

შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე