მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

17-02-2024 08:12
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

პოსტი ნახა: 215


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!