საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17-02-2024 09:05
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 14 თებერვალს, ბრალდებულმა ქ. ქუთაისიდან ბუდაპეშტში, ავიაკომპანია WizzAir-ის ცენტრალურ ოფისში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა. კერძოდ, მან ავიაკომპანიას აცნობა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში მობრუნდა. ადგილზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

პოსტი ნახა: 203


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!