მრავალბინიან კორპუსში საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა არ იარსებებს

მრავალბინიან კორპუსში საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა არ იარსებებს

14-02-2024 05:52
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა მათთვის არ იარსებებს“, - აღნიშნა ბითაძემ.

მისივე განმარტებით, შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას იმ პრაქტიკაზე, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და გამრავლება ჰქვია.

პოსტი ნახა: 352


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე