მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გორში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გორში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

28-12-2023 14:27
კატეგორიები: COVID-19
პოსტი ნახა: 536

გორში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა

საახალწლო ღონისძიებაზე გორელი მსმენელის წინაშე "ღამის შოუს" ბენდი წარსდგა. ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ადგილობირივი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გორში ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრისა და კოსტიუმირებული ანიმაციური გმირების მსვლელობა. მოეწყო სხვადასხვა სახალისო ვორქშოფი, მათ შორის ქიმიური შოუ. გარდა ამისა, ადგილობრივი პატარები შეხვდნენ თოვლის პაპას და დასაჩუქრდნენ.

საახალწლო ღონისძიებები შიდა ქართლი რეგიონის სამ ქალაქში უკვე ჩატარდა. მომდევო ღონისძიება კი 30 დეკემბერს ხაშური გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე