მოსამართლემ იძულებითი ქორწინების საქმეზე დაკავებული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ იძულებითი ქორწინების საქმეზე დაკავებული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

28-12-2023 09:09
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოკლული გოგოს დედის, ეგანა მაგამაროვას ადვოკატი გირაოს სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას სთავაზობდა სასამართლოს, ხოლო ბიძის, ნატიგ მაგამაროვის ადვოკატი 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

14 წლის გოგონა 27 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელმაც მანამდე ის ქორწინების მიზნით მოიტაცა და თავისუფლება აღუკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცს იძულებით ქორწინებაში ხელს უწყობდნენ მოზარდის დედა და ბიძა. საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული.

პოსტი ნახა: 271


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!